წმ.ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის მისია

Posted on 11 sep 2014

სკოლის მისია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა აღსაზრდელებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო პოზიტიურ გარემოს, ჯანსაღი სულიერი განვითარების შესაძლებლობებს, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რაც მიიღწევა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური მომსახურებითა და თანამშრომელთა პირადი მაგალითით, მოძღვართან ურთიერთობით, სასწავლო პროგრამებითა და ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან და მსგავსი მიზნების მქონე დაწესებულებებთან თანამშრომლობით, რათა სკოლის კურსდამთავრებულებმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენონ წარმატებული ცხოვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხედვა ხარისხზე ორიენტირებული სკოლის შექმნაა, სადაც ჩამოყალიბებული იქნება კარგად ორგანიზებული მწყობრი სისტემა, რომელშიც ჰარმონიულ ურთიერთობაში დამკვიდრდება ამ სისტემის ელემენტები: მისია, სტანდარტები, შეფასება, ანგარიშვალდებულება, შესაბამისობა, კულტურა, თანამშრომლობა და მუდმივი გაუმჯობესება. ყველა ამ კომპონენტის გაცნობიერება და ამოქმედება აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა მაღალი მიღწევებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და სასწავლებლის სამომავლოდ განვითარებისათვის.

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: მარტვილი სოფ.სალხინო
ტელეფონი:
E-mail: ssgimnazia@gmail.com