სიახლეები!

Posted 2017-01-20

საშობაო ფესტივალი

2017 წლის 11 იანვარს, ვესტუმრეთ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას და მონაწილეობა მივიღეთ, ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ "გენეთლია"-ში, რომელიც მოიცავდა რამდენიმე საკონკურსო მიმართულებას: მოსწავლეთა კონფერენცია, ხატვა, თვითშემოქმედებითი გამოსვლები. კონფერენცია და ხატვის კონკურსი ეძღვნებოდა შოთა რუსთაველის წელს, წარვადგინეთ საკონფერენციო თემა-ღმერთი და წუთისოფელი "ვეფხისტყაოსანში", ნახატი - "ვეფხი და მოყმე" და მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი მოთხრობის "ჩანჩურას" სცენური ვერსია. ყველა მონაწილე ღირსეულად წარსდგა ფესტივალზე და მაყურებელთა დიდი მოწონება ...



Posted 2016-11-08

რთველი 2016

2016 წლის 7 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოჯალეშის რთველში. რთველის დაწყება ტრადიციისამებრ დალოცა სკოლის რექტორმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ. შესაბამისი ინსტრუქციისა და საჭირო ნივთებით(ვედროები, კალათები, მაკრატლები) მომარაგების შემდგომ დაიწყო რთველი.დაახლოებით 8 ტონამდე ოჯალეში დაიკრიფა. ბოლოს მოსწავლეებმა საველე კონცერტიც ჩაატარეს. ჭყონდიდის ეპარქიამ რთველის მონაწილეებს ადგილზე ამოვლებული ჩურჩხელებით, ფელამუშით და ადგილზე შემწვარი მწვადებით უმასპინძლა.



Page 1 of 11

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: მარტვილი სოფ.სალხინო
ტელეფონი:
E-mail: ssgimnazia@gmail.com